„ქოცებო, დადგება მომენტი, როცა აუცილებლად შეიცვლება მთავრობა“-ანზორ მელია

„ოცნებას“ ვეტყვი, – თქვენ იმზადებთ მომავლისთვის, რომ სასჯელი არ მოგისაჯოთ ქართველმა ერმა, მაგრამ იცოდეთ ქოცებო, დადგება მომენტი, როცა აუცილებლად შეიცვლება მთავრობა საქართველოში, მთავრობა ხალხის მიერ იქნება არჩეული“, – განაცხადა „თავარი არხის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს.მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, აცხადებს, რომ მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს.

კომენტარები