„ქოცებს” ვუყუროთ? – ეს ეპიდვითარება 10 წელი, რომ გაგრძელდეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს?“-იაგო ხვიჩია ნინო ლომჯარიას

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება არჩევნების გადადებასთან დაკაშირებით არასერიოზულია და ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა უჩნდება ეს ეპიდვითარება 10 წელი, რომ გაგრძელდეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს?

ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

-„სამწუხაროდ, სახალხო დამცველი გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით. დავუშვათ 10 წელი ვართ ამ სიტუაციაში, 10 წელი “ქოცებს” ვუყუროთ? არჩევნები არ ჩავატაროთ? რაც შეეხება შენიშვნებს იმაზე, რომ პოლიტიკოსები ზრდიან ინფიცირების რიცხვს, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ იმიტომ, რომ ნაცვლად კარდაკარისა, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ მოწყობილი, ჩვენ მოვიფიქრეთ ზუმდაზუმ კამპანია, სადაც ადამიანებს Zoom პლატფორმის საშუალებით ველაპარაკებით”.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, განაცხადა, რომ როდესაც ქვეყანაში არის 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული და მსჯელობა უნდა მიდიოდეს არჩევნების გადადებაზე.

კომენტარები