ქრთამის მიცემის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულმა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 დოლარი შესთავაზა, საიდანაც 300 დოლარი წინასწარ გადასცა. მას საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარება უნდოდა.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე  (სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი) მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები