„ქრისტესთან ყოფნა ადვილი არ არის, მე მესმის, მაგრამ შესაძლებელია და შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

-„ქრისტესთან ყოფნა ადვილი არ არის, მე მესმის, მაგრამ შესაძლებელია და შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა იგი ნელ-ნელა გიყვარდება.

როცა ნელ-ნელა გიყვარდება ქრისტესთან მყოფობა და პროცესი, სინანული რასაც ჰქვია, როცა შენ ცდილობ დაემსგავსო მას, მტანჯველი აღარ არის.

თუ იტანჯება შენი ხორცი ღვაწლით, შენ ეს სიხარულს განიჭებს, სიხარულს განიჭებს მარხვა, სიხარულს განიჭებს საათობით ღვთისმსახურებაზე დგომა, სიხარულს განიჭებს ღამე წამოდგომა და ძილის გატეხვა, სიხარულს განიჭებს მოყვასისაგან უსამართლო ტკივილის დათმენა, სიხარულს განიჭებს მეორე ლოყის მიშვერა, – ყველაფერი სიხარულს განიჭებს.

ხორცს – არა, შენ, რომელიც ხორცზე მაღლა დგახარ“.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
/გვერდის ამონარიდების არქივიდან/

კომენტარები