„ქრისტიანობა არის არათუ რაღაცების განმსაზღვრელი, არამედ არის ბაზისი ამ ქვეყნის არსებობისა. აქედან გამომდინარე…“ – ზურა მახარაძე

-„ცხრა აპრილის მოვლენების შემდეგ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ზუსტად მაგ ადგილას წმ.ნინოს ჯვარი იდგა ისე როგორც მემორიალი დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ. ახლა კი ჩვენგან ეგ ჯვარი აღიმართა იმის გამო რომ კოლექტიური ნატა ფერაძეების მხრიდან დგებოდა ქვეყანაში საკითხი ისე, თითქოს ქრისტიანობა აღარ არის რაიმეს განმსაზღვრელი. აი მაგათ ჩვენ შევახსენეთ, რომ ქრისტიანობა არის არათუ რაღაცების განმსაზღვრელი, არამედ არის ბაზისი ამ ქვეყნის არსებობისა. აქედან გამომდინარე დედაქალაქის ცენტრში, საკანონმდებლო შენობის წინ ეს ჯვარი რომ დგას, ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. შესაბამისად მგონი მოვიდა დრო, რომ სამართლებრივადაც ეს ყველაფერი დარეგულირდეს, მიენიჭოს სტატუსი და ვფიქრობ ამაზე მუშაობა დასაწყებია“, – აცხადებს „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, ზურა მახარაძე.

კომენტარები