ქსენია სობჩაკი ტელეარხ „სუპერის“ პროდიუსერად დაინიშნა

ყოფილი ოპოზიციონერი, იუთუბ-ბლოგერი და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ქსენია სობჩაკი ტელეარხ „სუპერის“ პროდიუსერად დაინიშნა.

მიუხედავად ახალი თანამდებობისა, ქსენია სობჩაკი იუთუბ-ჩართვებზე და ინტერნეტ-კარიერაზე უარის თქმას არ აპირებს.

თავად ყოფილ ოპოზიციონერს, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა რუსი მომხმარებლები მის პროდიუსეად დანიშვნას უკვე აფასებენ.

რუსი ფეისბუქ-მომხმარებელი ვერა აფანასიევა წერს:

„ვინ თქვა, რომ რუსეთში სიტყვის თავისუფლება არ არის? ყოფილ ოპოზიციონერს და ხელისუფლების კრიტიკოსს რომ სვამ წამყვანი არხის პროდიუსერად, ეს რა ნიშნავს სხვას?“ – აცხადებს ვერა აფანასიევა.

კომენტარები