„ქსნის დაწესებულებაში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა“

-„ქსნის დაწესებულებაში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა.  მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.  სიმპტომები როცა დადასტურდა, გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში. პატიმარს სამოქალაქო კლინიკაში მეშვიდე დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ როგორც არის გათვალისწინებული, მოხდა აქტირება, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება და ის გათავისუფლდა, შემდეგ სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა,გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები