ქუთაისიდან ფრენების აღდგენის შემდეგ Wizz Air-ი ავიაბილეთების გაძვირებას არ აპირებს

-„უკვე განვიხილავთ იმ მიმართულებებს, რისი აღდგენა შეგვიძლია ქუთაისიდან. ავიაბილეთის ისევ ის ფასები იქნება, რადგანაც Wizz Air-ი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.

მხოლოდ საქართველოზე არ გავრცელდა შემზღუდავი ზომები, კორონავირუსის გავცელება რომ არ მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. საქართველოს სამოგზაურო აკრძალვა მაისის შუა რიცხვებამდე მოქმედებს. მანამდე ჩვენ ვერ შევძლებთ ფრენების აღდგენას. მოხარულები ვიქნებით, როგორც კი მოთხოვნა გაჩნდება და შეზღუდვები მოიხსნება, განვაახლოთ მუშაობა. ველოდებით, რომ ფრენები ქუთაისიდან ეტაპობრივად აღდგება.  თავდაპირველად მოთხოვნა იქნება გარკვეულ მიმართულებებზე, რათა მოხდეს ოჯახების წევრების მიმოსვლა, ან საქართველოდან მოქალაქეთა მგზავრობა ევროპულ ქვეყნებში, სამედიცინო, ან სამუშაოსთან დაკავშირებული მოგზაურობისთვის. ჩვენ უკვე განვიხილავთ იმ მიმართულებებს, რომელთა აღდგენა შეგვიძლია ქუთაისიდან. ველოდები, რომ ფასები იქნება დაბალი – ისეთივე, როგორც პანდემიამდე, რადგან Wizz Air-ი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა ინდუსტრიაში. ჩვენ, ერთ-ერთმა, ბოლომ შევაჩერეთ ფრენები. ვიქნებით, ერთ-ერთი პირველი, თუ პირველი არა, რომელიც მათ აღადგენს.

ქუთაისიდან უკვე გვაქვს ფრენების საკმაოდ ფართო ქსელი. როგორც ყოველთვის, ჩვენ ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზეც, არა მხოლოდ ქუთაისიდან, არამედ ზოგადად, ჩვენ ქსელში..

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა არ დაუკარგავს და ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოს ბევრი თავიდან აღმოაჩენს.  პანდემიის შემდეგ ძალიან ბევრი ტურისტი დაუბრუნდება საქართველოს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ძალიან ბევრი ქართველიც იმოგზაურებს ტურისტული, ან სამუშაო მიზნით სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში.

Wizz Air-ს 1.5 მილიარდი ნაღდი ფული აქვს. ეს საკმარისია მრავალი თვის განმავლობაში ავიაკომპანიის ფუნქციონირებისთვის.

ბევრ ავიაკომპანიას აქვს საკმარისი ნაღდი ფულის მოცულობა მხოლოდ 2-3 თვისთვის. შესაბამისად და მათ მოუწევთ ფასების აწევა. ბევრი ავიაკომპანია მიიღებს ფინანსურ დახმარებას მთავრობებისგან. ეს რეალურად სესხებია, მათ მოუწევთ ამ თანხის დაბრუნება. გადასახადის გადამხდელთა თანხა წავა არაეფექტიანი ბიზნეს-მოდელების დასაფინანსებლად. ამ თანხების დასაბრუნებლად ამ ავიაკომპანიებს მოუწევთ ფასების აწევა, რათა მეტი მოგება ნახონ. Wizz Air-ს სესხი არ აუღია არცერთი მთავრობისგან და ფასების ძველ დონეზე შენარჩუნება შეგვიძლია“, – განაცხადა  ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას

კომენტარები