ქუთაისის პირველ სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა – სასწავლო პროცესი

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. სკოლაში ვირუსი 4 მშობელს და ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

-„სავარაუდოდ, პედაგოგის ინფიცირება საზოგადოებრივ ტრანსპორტს უკავშირდება. პედაგოგს ტემპერატურა ჰქონდა, ექიმს მიმართა, გაიკეთა კვლევა და ვირუსი დაუდგინდა”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა, სალომე სარალიძემ.

ორი მოსწავლე და ორი პედაგოგია ინფიცირებული ქუთაისის მეათე საჯარო სკოლაში, მეცამეტე საჯარო სკოლაში ვირუსი ერთ პედაგოგს დაუდგინდა

ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან კორონავირუსული ინფექცია 15 სკოლაშია დაფიქსირებული.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 569 ადამიანს დაუდასტურდა, 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აჭარაში – 207 ახალი შემთხვევა, თბილისში – 168 , იმერეთში – 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24 , ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 25, გურიაში – 8, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში – 5-5, სამცხე-ჯავახეთში – 3 ახალი შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6538 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები