ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთელს კავკასიის რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი იქნება, ეს კი, საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა. მას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს. 2020 წლის სექტემბერში კომპლექსის ინფრასტრუქტურა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად იქნება.

კომენტარები