„ქუთაისის უნივერსიტეტი გახლავთ ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო დონის უნივერსიტეტი. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“ – მიხეილ ჩხენკელი

-„ქუთაისის უნივერსიტეტი გახლავთ ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო დონის უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის იდეის და კონცეფციის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ დონის და ამ რანგის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ დაფუძნდებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის ქველმოქმედება, რომელიც შეადგენს 1 მილიარდ ევროს. ეს უნივერსიტეტი იქნება განთავსებული ულტრა-თანამედროვე კამპუსზე და ლექციების წაიკითხავენ წამყვანი პროფესორები მთელი მსოფლიოდან.

უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პარტნიორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ქართველ პროფესორებთან ერთად წაიკითხავენ ლექციებს სტუდენტებისთვის და ამ პროცესში ონლაინ-ლექციების კონცეფციას გამოიყენებენ. ამ საკითხზე მუშაობა პანდემიამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება ასევე მსოფლიო დონის ცენტრი, სადაც სიმსივნის მკურნალობასთან ერთად ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სამეცნიერო კვლევით პროცესს სწორედ სიმსივნის კვლევის მიმართულებით. აქ იქნება ძალიან მაღალი რანგის კვლევები ფიზიკაში, სამედიცინო ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკაში, სადაც ჩვენ უკვე გვაქვს თანხმობა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისგან, როგორც ევროპიდან, ასევე აშშ-დან, რომ ისინი ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან ქართველ მეცნიერებთან ერთად იმ სამეცნიერო-კვლევით პროცესში, რომელიც წარიმართება ადრონული თერაპიის ცენტრში“, –  განაცხადა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

კომენტარები