ქუთაისი – „ვენდისის“ თანამშრომელსა და მერიის ერთ-ერთი აიპ-ის თანამშრომელს კორონავირუსი – უფასო PCR კვლევა დაიწყება

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

 სარესტორნო ქსელ „ვენდისის“ თანამშრომელსა და ქალაქის მერიის ერთ-ერთი აიპ-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქუთაისში, 32-ე საჯარო სკოლაში COVID-19 კიდევ 21 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათ შორის სკოლის დირექტორს, მოადგილეს და პედაგოგებს.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის საქმეთა მმართველს, 60 წლის ქალს კორონავურუსი, 9 სექქტემბრს დაუდასტურდა, მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან.

სკოლის დირექტორის მოადგილის, ნათია ხაზარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თითქმის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, 54 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

თვითიზოლაციაში არიან „ვენდისის“ თანამშრომლებიც, ობიექტი  დაკეტილია. 

კომენტარები