ქუთაისი – საჯარო სკოლაში COVID-19 კიდევ 21 თანამშრომელს დაუდასტურდა

ქუთაისში, 32-ე საჯარო სკოლაში COVID-19 კიდევ 21 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათ შორის სკოლის დირექტორს, მოადგილეს და პედაგოგებს.

სკოლაში ამ წუთებში სასწრაფო დახმარებია ბრიგადებს ელოდებიან. სკოლის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, მათთვის უცნობია, სად გადაიყვანენ სკოლის თანამშრომლებს.

სკოლის დირექტორის მოადგილის, ნათია ხაზარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თითქმის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, 54 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან ეს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები