ქუთაისში ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი
საგანგებო სიტუაციიებს სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:
ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი, წუხელ გაჩნდა.
ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი ტანსაცმლის, პროდუქტისა და შერეული საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს.
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“.