ქუთაისში, კორონავირუსით 26 წლის გოგო გარდაიცვალა – ტესტის პასუხიც დაკრძალვის შემდეგ გახდა ცნობილი

ქუთაისში, კორონავირუსით 26 წლის გოგო გარდაიცვალა.

მაგდა ძოწენიძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ჰოსპიტალიზება დაგვიანებით მოხდა, ამის მიზეზი კლინიკებში ადგილების არარსებობა გახდა. სიმპტომები რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა, სავარაუდოდ, დედისგან დაინფიცირდა.

112-ში ცხელ ხაზზე ეუბნებოდნენ, – კლინიკაში ადგილები არ იყო, ამის გამო სახლში მკურნალობდა.31 ოქტომბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა,  ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა და გოგონა გარდაიცვალა. ქალს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა. კორონავირუსზე ტესტის პასუხი დაკრძალვის შემდეგ გახდა ცნობილი.

სათანადოდ არ ჩატარდა გარდაცვალების შემდგომი პროცედურებიც – ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს, დაკრძალვის შემდეგაც არ მომხდარა სახლის დეზინფექცია.

მარტვილში, 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. მკურნალობის კურსს მარტვილის ჰოსპიტალიში გადიოდა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, როზა ჯანაშიას განცხადებით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადება – ნეიროპათია ჰქონდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46817 -ს შეადგენს.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, – ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში 2, აჭარაში 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლი – 1, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 1.

თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387, ქვემო ქართლში – 166, შიდა ქართლში – 133, გურიაში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 97, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 117, აჭარაში – 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში – 283, აჭარაში – 84. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი – მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 72. 2 428 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 180 – აჭარაში, ხოლო 878 – თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -ს შეადგენს. გარდაიცვალა 381 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3004 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები