ქუთაისში, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და ბავშვი მძიმე მდგომარეობაში ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 11 წლის ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები