ქუთაისში 73 წლის კაცი სასტიკად აწამეს

ქუთაისში, რკინიგზის სადგურ „რიონის“ მიმდებარედ ყაჩაღებმა 73 წლის კაცი სასტიკად აწამეს. არსებული ინფორმაციოთ,  საწამებლად თავდამსხმელებმა უთო გამოიყენეს.

უცნობი პირები მოხუცი კაცის სახლში შევიდნენ, ფული მოსთხოვეს.

დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.  მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

კომენტარები