ქუჩაში რომ მოვდიოდი, რაღაც სამხედრო გასაიდუმლოებულ ქალაქში მეგონა თავი

ზაზა სვანაძე:

სპორტის სასახლის უკანა ქუჩები ვინ დაგეგმა, ვინ დააპროექტა, ვინ ააგო იქ შენობები ? ვის ეკუთვნის ამ ადგილის ურბანული გეგმა ?!
დიდი, პატარა, მოპედი, საზამთროს გამყიდველი, ტრაილერი, მსუბუქი ავტომანქანა, ყველა ერთ გზაზე ერთდროულად გადაადგილდება, გზას არ აქვს ტროტუარი, ქუჩის განი კი 2-3 მეტრია, ვინ საიდან უხვევს და რა სიჩქარით ძნელი გასათვლელია.
სპორტის სასახლის უკანა ქუჩებზე სიარულისას, სულ უკან უნდა იყუროთ.
მერე კიდევ, ეს 12 და 16 სართულიანი შენობები ბეტონის ჯუნგლებივითაა, ქუჩაში ჰაერი არ მოძრაობს, მზის შუქი ადამიანის სიმაღლემდე არ ჩამოდის !
დედაქალაქის ცენტრში რომ ასეთ ნებართვებს გასცემთ, ან გარემო, ან ლადშაფტი შეისწავლეთ, ან ქუჩების სიმეტრია !
თბილისის მერია / Tbilisi City Hall აშენებულს რომ ვერ დაანგრევთ, გასაგებია, მაგრამ კიდევ არ მიუდგათ იმ ბარაკებს ასე უაზროდ ეს ვითომ ცათამჯენები!
შეიცოდეთ ხალხი, ქუჩაში რომ მოვდიოდი, რაღაც სამხედრო გასაიდუმლოებულ ქალაქში მეგონა თავი !
ბეტონის ღობეებს ვხედავდი ნახევარი გზა, და იმავე გზაზე უკან უკან ვიყურებოდი, ვინმეს ან რამეს არ გადაევლო ჩემთვის !

კომენტარები