ღვთისგმობისთვის დაკავებული კაცი სასამართლო დარბაზში მოკლეს

ქალაქ პეშავარში სასამართლო დარბაზში, კაცმა ბრალდებული პროცესის მსვლელობის მოკლა.  ბრალდებულს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. მაქსიმალური სასჯელი სიკვდილია. დაკავებული პროცესის მსვლელობისას დარბაზში შევიდა, ბრალდებულს ესროლა, ის გარდაიცვალა.

პაკისტანის პოლიციამ  მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

კაცმა განაცხადა, რომ ბრალდებული აჰმადიას მოძრაობის წევრი, – პაკისტანში ეს რელიგიური უმცირესობა არამუსლიმურად ცნეს, რადგან მის დამაარსებელ გულამ აჰმადს მიმდევრები წინასწარმეტყველს ეძახიან. ისლამში მუჰამედის გარდა წინასწარმეტყველი არ არსებობს. ჯგუფი 4 მილიონ მორწმუნეს აერთიანებს.

პაკისტანის სასამართლომ ღვთისგმობისთვის სასიკვდილო განაჩენი არასოდეს გამოუტანია, თუმცა 50 ბრალდებულზე მეტი მოსახლეობამ ლინჩის წესით გაასამართლა.

კომენტარები