ღვინის ექსპერტი კენინი ოოჰაში – „იაპონია დაინტერესებულია, გაამდიდროს საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით“

საქართველოს პრეზიდენტი პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო სადილზე უმასპინძლა ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს.

სალომე ზურაბიშვილმა წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო, ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა.

ღვინის ექსპერტი კენინი ოოჰაში, აცხადებს, რომ იაპონია დაინტერესებულია, გაამდიდროს საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით.

იაპონია აბრეშუმის გზის ბოლო წერტილია, საქართველო კი საწყისი ადგილი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ ისტორიას, რომლის ნაწილიცაა იუნესკო-ს მიერ აღიარებული ქართული ღვინო. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი ძალიან ძლიერი წამახალისებელი მოვლენა იქნება ჩვენი ბაზრების გასაფართოებლად“.

პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

კომენტარები