,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან სოფლებში არსებულ პრიორიტეტებსა და საჭიროებებს

სამთავრობო გუნდის წევრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. პროგრამა ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან სოფლებში არსებულ პრიორიტეტებსა და საჭიროებებს.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი სოფელ ბზვანის, სალხინოს, დიხაშხოს, ძულუხისა და სულორის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე მოსახლეობამ შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სამედიცინო ამბულატორიების მოწყობა, სასმელი წყლის მიწოდება და ტყეკაფის ჭრასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოითხოვა.

კომენტარები