ღია წერილი და მოკლე ინფორმაცია გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯომარეს ქალბატონ ნინო წილოსანს !!

ქალბატონო ნინო მინდა შეგატყობინოთ შემდეგი ინფორმაცია და გთხოვოთ როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს თქვენი პოზიციის დაფიქსირება საკითხის სიღრმისეული შესწავლის შემდეგ.

* * *
ბათუმში შენდება ”ქიმიური ტერმინალი” რომელზეც 30 000 ბათუმელზე მეტს ხელმოწერით აქვს დადასტურებული,რომ მსგავსი ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება.
Facebook გვერდ ქიმიური შეტევა ბათუმზე – შეგიძლიათ გაეცნოთ ტერმინალის ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ მისგან მომდინარე საფრთხეებს.

ასევე მინდა გითხართ,რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საინიციატივო ჯგუფი ”ჩემი ბათუმის” ს სარჩელი და ბათილად სცნო გარემოს დაცვის სამინისტროს გაცემული დასკვნა მშენებლობის ნებართვის გასაცემად.

ზემოთ აღნიშნულ გვერდზე დაწვრილებით გაეცნობით არსებულ ვითარებას და იმ პროტესტს,რომელიც აგერ უკვე ერთწელზე მეტია გრძელდება.

როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დაინტერესდით საკითხით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები