ღია წერილი „პატრიოტთა ალიანსს“ და პირადად ალიანსის ლიდერს, ქალბატონ ირმა ინაშვილს – გავერთიანდეთ იდეის გარშემო!

– „ჩვენ საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, 31 წელია აქტიურად ვმონაწილეობთ ქართულ პოლიტიკაში და დღემდე უკომპრომისოდ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დე-ფაქტო დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის. 2004-2005-2006 წლებში სააკაშვილისა და მისი ბანდის მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ პირველები გამოვედით ქუჩაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით. იმ დროისთვის თქვენი ჯერ კიდევ არაპოლიტიკური ჟურნალისტთა კორპუსი – „ობიექტივი“, მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვაკხანალიას. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩვენი აბსურდული ბრალდებებით დარბევა-დაპატიმრებების შემდეგ, თქვენ იყავით ერთადერთი ნათელი წერტილი, ვინც ხმა აღიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში და აშუქებდა რეჟიმის უკანონო ქმედებებს.

ქალბატონო ირმა! თქვენ იყავით ის პიროვნება, ვინც მიუხედავად სიცოცხლის ლიკვიდაციის საშიშროებისა, მსოფლიოს ამცნეთ სააკაშვილის პრო-ტროცკისტული რეჟიმის საქმიანობა და ციხეებში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა, რამაც ხელი შეუწყო ამ ჯალათების დე-იურე ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ, შედგა ნაც-ქოცური გარიგება – გაიყონ ხელისუფლება, მოახდინონ მისი უზურპაცია და მართონ ქართველი ხალხი.

მონარქისტები ყოველთვის მომხრე ვიყავით და ვართ – არამარგინალური ეროვნული ძალების და სრულიად საქართველოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრისა – საერთო მტრის დასამარცხებლად. ქალბატონო ირმა! თქვენს მიერ იქნა დაანონსებული მოწოდება: – „გავერთიანდეთ ჩვენთან, ჩვენს გარშემო !!! “ მისასალმებელია, მაგრამ, უპრიანი ხომ არ იქნებოდა გავერთიანებულიყავით იდეის გარშემო, მაგალითად – „ზნეობრივი საქართველო“, ან სხვა პატრიოტულ საწყისებზე, რომ შევძლოთ ერთიანი ძალისხმევით ჩავშალოთ ნაც-ქოცური შეთქმულება და ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე გავგზავნოთ? ეს განაპირობებს ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლას. უფალს ვებარებოდეთ!“ – წერს კონსტიტუციური (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობრავა

კომენტარები