„ღმერთის გარდა არავინ იცის, მსოფლიოში მეორე ტალღა იქნება თუ არა“ – თენგიზ ცერცვაძე

-„ღმერთის გარდა არავინ იცის, მსოფლიოში მეორე ტალღა იქნება თუ არა. მგონია, რომ იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი.

ყველაფერი ეს ვარაუდებია. ეს ვარაუდები იმაზეა აგებული, როგორ იქცევიან სხვა რესპირაციული ინფექციები, – გრიპი და სხვა. ველოდებით ოქტომბერ-ნოემბრიდან, ეს იმაზეა დამოკიდებულია, რა ბუნება აქვს კორონავირუსს. მას ისეთივე ბუნება აქვს, როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტივირდება,  ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს. თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება, შესაძლოა,  არც იყოდ მეორე ტალღა.

ვფიქრობ,  მაინც აქვს სეზონურობის ბუნება, მაგრამ არა ისე მკაფიოდ გამოხატული, როგორც გრიპს“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი  გარდაიცვალა.

კომენტარები