„ღმერთი ბევრ რამეს აძლევს ადამიანს მიწიერ ცხოვრებაში – სიმდიდრესაც, კეთილ ცხოვრებასაც, მაგრამ თუ ის ამაში უფლის მადლიერებას ვერ პოულობს, ღმერთი არ დაუშვებს, – ადამიანი ცრუ კეთილდღეობაში“ – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ ქადაგებისას განაცხადა:

-„უფლის დიდება ჩანს სახარებიდან. როდესაც უფალი შეიტყობს, რომ ფარისევლებმა ის გააძევეს და ის იესო ქრისტეს იცავდა, ამბობდა, – წინასწარმეტყველია, ღმერთისგან მოვლენილია, მაშინ მიდის მასთან იესო ქრისტე და ეკითხება, გწამს ძე ღვთისა? რწმენის ჩანასახი მას უკვე ჰქონდა, ფარისევლებთან საუბარში გამოამჟღავნა, უფალი მიდის, რომ რწმენა განუმტკიცოს. გწამსო? და ის ეუბნება, ვინ არის უფალი რომ მწამდესო, ანუ, თითქოს ამბობს, კი, მაგრამ მანახე, რომ სად არის, მივიდე. უფალი პასუხობს, რომ შენ გინახავს ის, ესაა ის, ვინც შენ გესაუბრება. მან უპასუხა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. თაყვანი სცა ნიშნავს, მუხლი მოიყარა მის წინაშე და თაყვანი სცა როგორც მესიას.

აეხილა სულიერი თვალი, დაინახა ის, რასაც თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ, პირიქით, კიცხავდნენ უფალ იესოს ამ განკურნების გამო, რადგან შაბათს აღასრულა.

ჩვენც, როდესაც ცხოვრებაში ვხედავთ მრავალს მწუხარებას და განსაცდელს, გვავიწყდება, – ყველა გარემოება, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის დანახვა უფლისა და შეხვედრა ღმერთთან.

როცა ვხედავთ მრავალ მწუხარებას და განსაცდელს, გვავიწყდება, –  ყველა გარემოება, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანის ცხოვრებაში”, – ამის შესახებ

ღმერთი ბევრ რამეს აძლევს ადამიანს მიწიერ ცხოვრებაში – სიმდიდრესაც, კეთილ ცხოვრებასაც, მაგრამ თუ ის ამაში უფლის მადლიერებას ვერ პოულობს, ღმერთი არ დაუშვებს, – ადამიანი ცრუ კეთილდღეობაში დაიღუპოს. მან ქადაგებისას გაჭირვებულების დახმარებასა და საღმრთო საქმეების კეთებაზე გაამახვილა ყურადღება“.

კომენტარები