„ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. ზოგიერთი აღიარებს ღმერთის ჭეშმარიტ უცვალებლობას და ამასთან, საგონებელში ვარდება – როგორ ხდება, რომ უფალს უხარია სიკეთე“ – წმინდა ანტონი დიდი

-„ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. ზოგიერთი აღიარებს ღმერთის ჭეშმარიტ უცვალებლობას და ამასთან, საგონებელში ვარდება – როგორ ხდება, რომ უფალს უხარია სიკეთე ან პირს იბრუნებს ბოროტებისგან; ურისხდება ცოდვილთ, შეინანებენ ისინი და მათდამი მოწყალებას იჩენს; ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ღმერთს არც უხარია და არც მრისხანებს, რამეთუ სიხარულიცა და მრისხანებაც ვნებებს განეკუთვნება. უაზრობაა იფიქრო, რომ კაცთა საქმეების გამო ღვთაება იყოს კარგად ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ვნებით კი არავის ავნებს, იგი მარადის უცვალებელია. ჩვენ კი, როცა კეთილნი ვართ, მას ვემსგავსებით და ღმერთთან ერთობაში შევდივართ. როცა გავბოროტდებით, განვეშორებით მას, რადგანაც უკვე აღარ ვგავართ. სათნოდ ვცხოვრობთ და ღვთისანი ვართ, გავბოროტდებით და მისგან განდგომილნი ვხდებით. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი ბრაზდებოდეს ჩვენზე. ეს ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში. ჩვენ მტანჯველ დემონებთან ცოდვები გვაერთებენ. თუკი შემდგომი ლოცვებითა და ქველმოქმედებებით ცოდვათაგან გამოხსნას მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი მოვალბეთ და შევცვალეთ. ამგვარი ქმედებებითა და ღვთისადმი დამოკიდებულებით ჩვენ ვუმკურნალეთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ამიტომაც ისევ შემძლებელნი ვხდებით, ვიგემოთ საღვთო სიკეთე. ასე რომ, ნათქვამი “ღმერთი პირს იბრუნებს ბოროტისაგან” იგივეა, რომ ვთქვათ: “მზე ემალება უსინათლოებს”.

წმინდა ანტონი დიდი
კომენტარები