“ღმერთს ებრძვიან და ამ დროს, ერთუჯრედიანი მიკრობების ეშინიათ… აი, ადამიანის დაცემის სურათი!” – მამა დავით ქვლივიძე:

ვაშლიჯვრის მცხოვრის ნათლისღების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, აწ განსვენებული დეკანოზი დავით ქვლივიძე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ქადაგებდა:
“… დღეს მთელი დედამიწა ღმერთს აგინებს…
ყველგანმყოფ ღმერთს ებრძვიან, იძახიან _ მისი არ გვეშინიაო და ამ დროს, ერთუჯრედიანი მიკრობების ეშინიათ…
აი, ადამიანის დაცემის სურათი!
… წმინდა მამები ამბობენ: “ვინც იძახის, ღმერთის არ მეშინიაო, იმათ საკუთარი ჩრდილისაც ეშინიათო”.
ხოლო ვინც იძახის, რომ ღმერთის ეშინია, მას მხოლოდ ცოდვების ჩადენის ეშინია.
… კორანავირუსით გარდაცვლილებზე მეტი კვდება გარყვნილებითა და ნარკოტიკებით, მაგრამ მაინც არ ერიდებიან ცოდვას.
აი, ადამიანის უგუნურება სანამდე მიდის!
… ამოწმებენ, როგორ შეიძლება დედამიწაზე მასების მართვა!
…სახარებაში პირდაპირ წერია _ ბოლო ჟამს ღმერთი ისეთ დაავადებებს გააჩენს, რომელთა მსგავსიც მანამდე არ არსებობდაო, ადამიანები სიკვდილს ინატრებენ და სიკვდილი გაექცევა მათო…
ადამიანი თვითონ მიიყვანს თავს ამ მდგომარეობამდე თავისი გარყვნილებით და ღმერთთან გამოცხადებული ომით.
… ურწმუნო ხალხის გასაგონად და მართლმადიდებლების გასამხნევებლად მინდა ვთქვა _ ჭეშმარიტება აქ არის დავანებული _ დედაეკლესიაში, ჭეშმარიტებას ძებნა აღარ სჭირდება!
მართლმადიდებლობას 2000 წელია არაფერი შეუცვლია სარწმუნოებაში, როგორც გემი, მიაპობს ტალღებს და მივა იქ, რასაც სამოთხე და სასუფეველი ჰქვია!
… ღმერთმა ეკლესიის ღირსეულ შვილებად გვამყოფოს!
ღვთის წინაშე, რაც მეტად დავიმდავლებთ თავს, რაც მეტად მოვინანიებთ ცოდვებს, მით უფრო მოწყალე იქნება იგი, არა მარტო ჩვენზე, არამედ ჩვენს ოჯახის წევრებზე, ჩვენს ახლობლებზე და ჩვენს ქვეყანაზე!”
კომენტარები