ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „აღმადგინებელი” – ევედრებიან სნეულთა კურნებისთვის!

ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „აღმადგინებელი“

ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „აღმადგინებელი“

წმინდა ხატი, რომელიც წმიდა ნინოს თანამედროვე – IV საუკუნისაა, ქართლში, წილკნის მონასტერშია დაცული.
მეორე ასეთივე სახელწოდების ხატი XVIII საუკუნეში განდიდდა სასწაულებით. წმიდა დიმიტრი როსტოველი მოგვითხრობს ამ ხატისადმი მლოცველი მძიმედ დასნეულებული მგალობლის სასწაულებრივი კურნების შესახებ.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს „აღმადგინებელი“ ხატს ევედრებიან სნეულთა კურნებისათვის.
ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
„აღმადგინებელის“ მიმართ
ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათაგან განკურნებას
ხატი „მკურნალი-აღმადგინებელი“ ქართლში წილკნის ეკლესიაში იმყოფებოდა.
XVIII ს-ში კი იმავე სახელწოდების ხატი განდიდდა ნოვგოროდის ეკლესიაში, სადაც მგალობელი განიკურნა. ამ კაცს ენა ულპებოდა, მაგრამ არ შეწყვიტა ჩვეული ლოცვა ხატის წინაშე. უცებ მან იხილა თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს უხმობა და მისდამი აღავლენდა მგალობლის ლოცვას, მალე თვით ღვთისმშობელიც გამოჩნდა და აღადგინა სნეული.
ტროპარი, ხმა 1
ქალწულო წმიდაო, სიყუარულით პატივისმცემელთა ხატისა წმიდისა შენისათა და ჭეშმარიტისა დედისა ღუთისა განმადიდებელთა და სამართლად თაყუანის-მცემელთა მკურნალად გამოსჩნდი, განმაშორენ ყოველნი სენნი და ბოროტნი ჩუენგან, ვითარცა მრავლისშემძლებელ ხარ.
ლოცვა
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველთა ზეციურთა ძალთა ზედა აღმატებულო და ყოველთა წმიდათა უწმიდესო, შეგივრდებით და თაყუანის-გცემთ შენ წიანშე ყოვლადპატიოსნისა და განმაკურნებელისა ხატისა შენისა, მომხსენებელნი შენისა საკვირველსა გამოცხადებისა წინაშე ბიკენტისა მგალობელისა და მხურვალედ გევედრებით შენ, ძლიერსა მეოხსა და შემწესა ერისა შენისასა, ვითარცა ოდეს მგალობელი იგი აღადგინე, აწცა სულნი და ხორცნი ჩუენი, მრავალგუართა ვნებათა და ცოდუათა მიერ მოწყლულნი, განკურნენ. ყოვლისაგან განსაცდელისა, ჭირისა, მწუხარებისა და საშჯელისა საუკუნოჲსა, ურწმუნოებისა და სწავლათაგან სულთა განმხრწნელთა მიხსნენ ჩუენ. ყოველთა უსხეულოჲსა, მაცთურისა და კადნიერისა მტერთაგან დამიცუენ, ჩუენ, ქრისტეანობითნი აღსასრულნი უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი მომმადლენ და მიმთხუევასა ზიარებასა წმიდისა საიდუმლოჲსა ღირს მყვენ. წარმადგინენ შეუორგებელად მარჯუენით კერძო წინაშე საშინელსა სამშჯავროსა ღუთისასა და სმენად ნეტართა ბრძანებათა მისთა: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქუენ სასუფეველი დასაბამითგან ქუეყანასა ამისა.
ლოცვა 2
მიიღე, ჰოი, ყოვლადკურთხეულო, ყოვლადძლიერო დედუფალო ღუთისმშობელო, შენდა შეწირულნი ცრემლით ვედრებანი ესე ჩუენ უღირთა მონათა ამათ შენთა – მრავალთა განმკურნებელისა ხატისა შენისა მომართ გალობისა შემსხმელთაგან, რამეთუ ხარ შენ ჩუენ შორის და შეისმენ ლოცუათა ჩუენთა, რომელი აღუსრულებ ვედრებათა ყოველთა მვედრებელთა, აღუსუბუქებ ტანჯუათა, მიჰმადლებ სიმრთელესა უძლურთა, აღადგინებ ყოველთა განღრვეულთა და დავრდომილთა, განასხამ ეშმაკთა, საშჯელთაგან განათავისუფლებ ჩაგრულთა, განსწმედ კეთროვანთა, შეიწყალებ ყრმათა: ეგრეთვე, დედუფალო ღუთისმშობელო, განხსნი საკურელთაგან და ვნებათაგან მრავალთა განჰკურნებ ყოველთა: შესაძლებელ არს ყოველი მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა, ქრისტეს ღუთისა ჩუენისათა, ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო! ნუ დააცადებ ლოცუასა ჩუენ უღირსთა მონათა ამათ შენთათვის, რომელნი გადიდებენ შენ, აღგიარებ შენ, თაყუანისგცემენ შენ ყოვლადპატიოსნისა გამოსახულებისა შენისა მიერ და მათ მიმართცა, რომელთა აქუს სასო შეურყეველი და სარწმუნოება შეუორგულებელი შენდა – მარადის ქალწულის და უხრწნელისა მომართ, ამინ!
წყარო:
კომენტარები