„ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოები იწყება“

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ინფორმაციას  ავრცელებს:

-„26 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს.

წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, ეს კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

ჩატარებული სამუშაოები ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს, ასევე ვაზისუბნის დასახლებას ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.

ჯივიპი სამუშაოების საწყის ეტაპს 26 და 27 იანვარს განახორციელებს, რა დროსაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

26 იანვარის დღის 12:00 საათიდან 27 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას, ქურდიანის, ჩიქობავას, ფიროსმანის ქუჩებს, დადიანის ქ. N1-39 და N2-ს, თევდორე მღვდლის ქ. N1-13 და N2-14, ვაგზლის მოედანს, თამარ მეფის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, მამარდაშვილის, ხიმშიაშვილის, გოცირიძის, ლოჭინის, კონსტიტუციისა და მიმდებარე ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში: ცინცაძისა და რიონჰესის ქუჩებს.

27 იანვრის დღის 12:00 საათიდან, 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: ივერთუბანის დასახლებას, ხუდადოვის ქ. N173-ის კორპუსებს (სამხედრო დასახლება), ტყეკულტურის, მახათის აღმართის ქუჩას და შესახვევებს, ალავერდის, თუმანიშვილი-წერეთლის, კანდელაკის, მერი შერვაშიძის, ჟორდანიას, რეხის I, II, III და მიმდებარე ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში: უიარაღოს, კელაპტრიშვილის, ნოსტეს, კახიანის, მუშათა, ძმობის I, ძმობის II, ასათიანის, კისისხევის, ქებურიას, კაჭრეთისა და მიმდებარე უჩებს.

ტექნიკური სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაგეგმილია 4 თებერვალს, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას კომპანია წინასწარ, 2 თებერვალს გაავრცელებს“.

კომენტარები