ყაბარდო-ბალყარეთში ფილმის გადამღებ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს

ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ პროხლადნიში ერთ-ერთ მცხოვრებს არ მოეწონა, რომ მისი ფანჯრების ქვეშ იღებდნენ ფილმს „ჩიკი“ (რეჟისორი ედუარდ ოგანესიანი, მთავარ როლში ირინა გორბაჩოვა) და გადასაღები მოედნის მიმართულებით გახსნა ცეცხლი  თავის ბინიდან, – იტყობინება  Mash.

მსახიობთაგან არავინ დაშავებულა, ყველამ დროულად შეაფარა თავი უსაფრთხო ადგილს. თუმცა მსახიობი კრისტინა მირონენკო საავადმყოფოში მოხვდა ინციდენტიტ გამოწვეული ძლიერი სტრესის გამო.

რეჟისორმა ედუარდ ოგანესიანმა რადიო  “Говорит Москва”-ს უამბო, რომ თავდამსხმელი პოლიციამ დროულად დააკავა და ფილმის გადაღებები გაგრძელდა, არავინ დაჭრილა, ტყვიები მანქანებს მოხვდა.

წყარო: life.ru

კომენტარები