ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ხსენების დღეა – დღევანდელი დღის მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ დედა ღვთისმშობელმა

გილოცავთ!
4 ნოემბერს ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ხსენების დღეა.
ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ძალა გფარავდეთ, შეგეწიოთ და გაგახაროთ!!!
ევედრებიან ბრმათათვის მხედველობის დასაბრუნებლად, უცხოტომელთა თავდასხმების ასაცილებლად; განსაცდელში შუამდგომელად გვევლინება და ქორწინებას აკურთხებს.
ტროპარი:
მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათჳს ევედრე ძესა შენსა, ქრსიტჱსა ღმერთსა ჩუენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩუენთანი გჳტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ – წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩუენ და სიკეთეჲ მომმადლენ ყოველთა, მიჴსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.
კომენტარები