ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასის საპროტესტო აქციის შემდეგ გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ამ ინფორმაციას DW-ი ავრცელებს.

ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა საპროტესტო აქციების გამწვავებას მოჰყვა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და ყუმბარები.

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე „კომენდანტის საათი“ დაწესდა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

მთავრობამ სამშაბათს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა. ამან მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია.

კომენტარები