„ყაზახეთში რაც მოხდა, საქართველოში ასეთი მოვლენების განვითარება უნდოდათ, რამდენად აქვთ ამისი თავი…“ – ირაკლი მარტინენკო

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვა“.

თემა:  ცვლილებები ნაც.მოძრაობაში

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა

მიხეილ სააკაშვილი: „ვეთანხმები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლას და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის“

სტუმარი: ირაკლი მარტინენკო – პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი

-„როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაითვალისწინა რამდენიმე ფაქტორი. ერთი ის, რომ დაძაბულობების მცდელობაში ნიკა მელიამ ცოტა უკან დაიხია, არ წავიდა დაძაბულობაზე, ანუ მათი გადმოსახედიდან თავის მოვალეობა არ შეასრულა. მეორე ის, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ გაირკვა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ მკვეთრად სააკაშვილის მხარდამჭერია მათი ამომრჩეველი და საერთოდ არ დგას საკითხი ისე, რომ დავიწყების და თითქოს შუალედური ამომრჩევლის გადმობირების თვალსაზრისით. ჩვეულებრივად მაშინდელი მთავრობა არის ქვეყანაში ამომრჩევლის ნაწილის, რომელებიც მაშინდელი მმართველობის დროს უფრო კომფორტულად იყვნენ და ის ნაწილი აძლევს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ – ესეც გაირკვა.
შესაბამისად, ის პოლიტიკა, თითქოს ახალი სახეები, როგორც ჩანს უფრო ნაკლებად აინტერესებთ, მაშინდელი მთავრობის რეაბილიტაციაზე გადადიან. კიდევ არის ის, რომ მართლაც რაღაც ძალისმიერი უნდათ სცადონ, რაც ყაზახეთში მოხდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ყაზახეთში რაც მოხდა, რამდენად აქვთ ამისი თავი, ეს ცალკე საკითხია. მაგრამ აქ ძალიან რომ გულშემატკივრობდნენ და საქართველოში ასეთი მოვლენების განვითარება რომ უნდოდათ, ასეთეი კომენტარები სოციალურ ქსელებში ჩანდა…“, – განაცხადა ირაკლი მარტინენკომ.
ნახეთ გადაცემა
კომენტარები