„ყაზახეთში „სამშვიდობო ძალები“ შეზღუდული დროით, ვითარების სტაბილიზაციის მიზნით გაიგზავნა“

CSTO-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს 2022 წლის 6 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური სამშვიდობო ძალები შეზღუდული დროით გაიგზავნა ყაზახეთის რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზებისთვის.

ნათქვამია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

-„სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანები იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციისა და მის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებისთვის. რუსული მხრიდან ამ სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შევიდნენ ქვეყნის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები. გაგზავნილი „სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობაში არიან სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.

ამჟამად სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადადის რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით. მისი შემადგენლობიდან წამყვანმა ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება. ამ შემადგენლობიდან მოწინავე ქვედანაყოფებმა დაკისრებული ამოცანის შესრულება უკვე დაიწყეს“, – ნათქვამია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს ინფორმაციაში.

კომენტარები