ყაჩაღებმა სან-პაულუს აეროპორტიდან 750 კილოგრამი ოქრო გაიტაცეს

პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა ყაჩაღებმა სან-პაულუს აეროპორტიდან 750 კილოგრამი ოქრო გაიტაცეს. ამას სააგენტო Reuters-ი ბრაზილიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

უცნობი პირები სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი აეროპორტის სატვირთო ტერმინალში „პოლიციის ავტომობილებით“ მივიდნენ. ბოროტმოქმედებს პოლიციის ფორმა ეცვათ. რამდენიმე მათგანს იარაღიც ჰქონდა.

მათ აეროპორტის თანამშრომლებს ოქროს ერთ-ერთი ავტომობილის საბარგულში ჩაწყობა უბრძანეს, ორი მძევალი აიყვანეს და აეროპორტი დატოვეს.  ოქროს ღირებულება 40 მილიონი დოლარია.

ამჟამად პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.

 

კომენტარები