ყაჩაღობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

ყაჩაღობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დამნაშავე თბილისში,  სუპერმარკეტში, მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, სალაროს გახსნა აიძულა და ფული და სიგარეტი წაიღო.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

დაკავებულმა იმავე დღეს ერთ-ერთი მაღაზიაც დააყაჩაღა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები