„ყველაზე დიდი დაზიანება, რაც შეიძლება ქართულ საზოგადოებას და საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს მოგვაყენონ, არის ის რომ დაგვისუსტონ ეკლესია…“ – შოთა მარტინენკო

-„ყველაზე დიდი დაზიანება, რაც შეიძლება ქართულ საზოგადოებას და საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს მოგვაყენონ, არის ის რომ დაგვისუსტონ ეკლესია, რადგან ეს არის ორგანიზაცია, რომელზეც დგას მთლიანად ჩვენი იდენტობა, ესაა ჩვენი სიძლიერის და თვითორგანიზების მთავარი ფაქტორი.
ჩვენც თუ გვინდა ანალოგიურად ეფექტურები ვიყოთ მათთან ბრძოლაში, მათგან დაფინანსებულ ცალკეულ ინდივიდებს კიარ უნდა მივაყენოთ რეპუტაციული დარტყმა, არამედ სწორედ დასავლეთს და დასავლურ ორგანიზაციებს, ვინც ამ ყველაფრის სათავეშია და ვინც ხელმძღვანელობს ჩვენ ეკლესიასთან ბრძოლას და მის დასუსტებას…“, – აცხადებს „ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, შოთა მარტინენკო.
შოთა მარტინენკო
კომენტარები