ყველაზე ეკოლოგიური სამოსი მსოფლიოში

რამდენიმე ცნობილი ბრენდი თავის პროდუქციას. გადამუშავებული ერთჯერადი წყლის ბოთლებისგან და სიმინდისგან ამზადებს.

მათი კოლექციები მხოლოდ მცენარეული მასალებისგან მზადდება.

„Reebok“ – სპორტული სამოსის მწარმოებელი ფირმაა. მათი წლევანდელი კოლექციები მხოლოდ ბამბისა და სიმინდისგან არის შექმნილი.

„Matt & Nat“ (იშიფრება, როგორც – mat (t) erial + nature) – ეს ბრენდი თავის კოლექციებს გადამუშავებული პლასტმასისგან, რეზინისგან და კორპისგან ქმნის.

„Brave GentleMan“ – მსოფლიოში პირველი ვეგანური ბრენდია. ისინი ფეხსაცმლის შესაქმნელად მკვრივი, გამძლე და მოქნილი იტალიური ხელოვნური ტყავის მასალას იყენებენ. ეს მასალა „Ecolabel“-ით სერთიფიცირებული, მაღალტექნოლოგიური პოლიურეთანის მიკროფიბრაა.

„Native Shoes“ – ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ასევე ეკოლოგიურ ბრენდად ითვლება. „Native Shoes“-ი თავის მომხმარებლებს, გამოყენებული ფეხსაცმლის უკან გამოგზავნას სთავაზობს. მეორადი ფეხსაცმელი გადამუშავდება, მისგან კი დასაჯდომები, საიზალაციო და სხვა მსგავსი პროდუქცია შეიქმნება.

ვეგანური (ვეგეტარიანული) და ეკოლოგიური ბრენდების სიაში, რომლებიც გარემოს დაცვას, ცხოველებთან ეთიკურ მოქცევას და ყველაფერში მხოლოდ მცენარეული მასალებით შექმნილი ნივთების გამოყენებას პროპოგანდირებენ, ასევე შედიან: „SUSI Studio“, „Good Guys Don’t Wear Leather“, „Sydney Brown“, „Vivobarefoot“, „Olsenhaus“, „Beyond Skin“, „Rothy’s“, „Bourgeois Boheme“, „Insecta Shoes“, “ ROMBAUT“, „nae“ და ”VEERAH“.

წყარო: „vegan.ru“.

კომენტარები