„ყველაზე მთავარი, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, ყველაზე ძვირფასი, რასაც ღმერთი უფრთხილდება ყველა ადამიანში, არის თავისუფლება“-თეოდორე გიგნაძე 

-„ყველაზე მთავარი, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, ყველაზე ძვირფასი, რასაც ღმერთი უფრთხილდება ყველა ადამიანში, არის თავისუფლება.

წესისა და კანონის შესრულება რომ იყოს გადამწყვეტი ადამიანის ცხონებაში, დამერწმუნეთ, ღმერთი ყველა ადამიანს პერსონალურად ამ კუთხით ,,დაეხმარებოდა” და ყველას აიძულებდა, რომ შიშით შეესრულებინათ წესი და კანონი.

მაგრამ უფალი ამას არ აკეთებს. იგი ფაქიზად დგას თითოეული ადამიანის გულის კართან და რეკავს, ეგების ვიღაცამ ისმინოს…

სწორედ ქრისტიანული ცხოვრების არსის გაგების პრობლემაა ხოლმე, როდესაც ვერ ვხედავთ ეკლესიას, არამედ ვხედავთ მის გარეგნულ მხარეს. შესაბამისად, ვამჩნევთ ისეთ რამეს, რაც ხშირად არ მოგვწონს. დამაკვირდები ვთქვათ მე, მღვდელ თეოდორეს და რაღაც არ მოგეწონება. ეს სავსებით ბუნებრივია იმიტომ, რომ მე, როგორც ადამიანი, ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ.

ამ დროს ჩვენ ვერ ვხედავთ სასუფეველს, რომლის პირველი საფეხური მიწაზე სწორედ ეკლესიაა…“

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
(ამონარიდი ქადაგებიდან, 09.06.2020)

კომენტარები