„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ყველას გვაწუხებს, არის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და მისი დაბრუნება სახლში“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე:

„შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან.

ვისაუბრეთ პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელების საჭიროებასა და 2020 წლის არჩევნების შესახებ. ელჩს საშემოდგომო სესიის ფარგლებში დარჩენილი მთავარი საკითხები გავაცანი, რომელზეც პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს.

ამ მომენტამდე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ყველას გვაწუხებს, არის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და მისი დაბრუნება სახლში.

ჰუბერტ ქნირშმა გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა“.

კომენტარები