„ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ“-შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„ამნისტიის პროექტი ევროპული კონვენციის მუხლებით არის შეზღუდული და ისეთ დანაშაულებზე არ ვრცელდება, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

პირობითად რომ ვთქვათ, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება კონკრეტულ ადამიანს ესროლე და ა.შ. ეს გადის ამ მუხლში (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება). თქვენ იმას თუ გულისხმობთ, იყო გაცემული ზოგადი ბრძანება, კანონებს გარეთ გასული დემონსტრაცია უნდა შეწყვეტილიყო, ამას არ ეხება ეს მუხლი, ეს არ არის იმ სიმძიმის დანაშაული, როგორიც მაგალითად ნიკა მელიას დანაშაული, ასე შევხედოთ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული”.

ნიკა მელიამ განაცხადა,- ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.

კომენტარები