ყველაზე საშიში და ლეტალური ვირუსების გარკვეული ნაწილი ბუნებრივ თავშესაფარს სწორედ ღამურებში პოულობს

დედამიწის ყველაზე საშიში და ლეტალური ვირუსების გარკვეული ნაწილი ბუნებრივ თავშესაფარს სწორედ ღამურებში პოულობს. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ებოლას ვირუსი, ცოფი  მარბურგის ცხელება და კორონავირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS).  მეცნიერები საუბრობენ, სულ უფრო მეტ ახალ ვირუსზე, რომელთა გადამტანებიც ღამურები არიან.

რა გზით ვრცელდება ეს ვირუსები?

ნებისმიერი დაავადება, რომელიც ამა თუ იმ ბაქტერიით არის გამოწვეული, ადამიანს სხვადასხვა გზით გადაეცემა. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს:

–    ღამურის ნაკბენი;
–    ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხება;
–    ღამურის მიერ დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღება;
–    ღია ჭრილობით ღამურასთან ნებისმიერი სახის კონტაქტი;
–    ირიბი გადაცემა – ძაღლებსა და კატებთან კონტაქტი;
–    ღამურის კანზე მცხოვრებ პარაზიტებთან (ტკიპა, ტილი) კონტაქტი;
–    მღრღნელების ნარჩენებით დაბინძურებულ გარემოში მოხვედრა და სასუნთქი გზებით ვირუსის ორგანიზმში შეღწევა;

ცოფი, ებოლა, მარბურგის ცხელება. კიდევ რა ვირუსები გადააქვთ ღამურებს?

დაავადებას, რომელთა მატარებლებად და გადამცემებად გარეული ან შინაური ცხოველები გვევლინებიან, ზოონოზური ეწოდება. ის ინფექცია, რომლის მატარებლად ვირთხები, თაგვები ან ღამურები ითვლებიან, როგორც წესი, შეიძლება იყოს ბაქტერია, ვირუსი ან უმარტივესები.

ღამურასთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი დაავადებაა ცოფი. ძაღლის, მელიის, ენოტისა და სკუნსის მსგავსად, ღამურა არის ის ძირითადი ცხოველი, რომლისგანაც ადამიანს ცოფი გადაეცემა. დაინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა მღრღნელის ნაკბენის დროს ფიქსირდება. თუმცა ცოფის ვირუსი შეიძლება ადამიანს სხვა გზითაც გადაეცეს. მაგალითად, ეს ხდება მაშინ, თუ ღამურის სხეულის ლორწოვანის ნაწილი ადამიანის თვალს, პირს, ცხვირს ან ღია ჭრილობას შეეხო. ამ დროს ერთადერთი გამოსავალია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ჰისტოპლაზმოზი არის მორიგი დაავადება, რომელიც ღამურასთან არის დაკავშირებული. ამ დროს, პირველ რიგში, ზიანდება ფილტვი, ხანდახან კი – სხვა ორგანოებიც. ის შეიძლება იყოს მომაკვდინებელი, თუ ადამიანმა მკურნალობის კურსი დროულად არ ჩაიტარა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მარბურგის ცხელების გამავრცელებელიც ღამურაა. ეს დაავადება განსაკუთრებით აფრიკაშია გავრცელებული. წინა ეპიდემიებმა აჩვენა, რომ მარბურგის ცხელების ინფიცირების შემთხვევების 90% ლეტალურად სრულდება. წლების განმავლობაში ამ დაავადების ბუნებრივი მატარებელი უცნობი იყო. მოგვიანებით კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარბურგის ცხელების მორიგი ეპიდემია უგანდაში სწორედ ღამურებმა გამოიწვიეს.

მარბურგის ცხელების „ბიძაშვილს“ უწოდებენ ებოლას ვირუსს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ უკანასკნელის ბუნებრივი მატარებლებიც სწორედ ღამურები არიან, თუმცა მღრღნელების ამ სახეობაში ებოლას ვირუსი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსის გარკვეული ტიპები კი ღამურების რამდენიმე სახეობაში ნამდვილად დადასტურდა. აქამდე მეცნიერები მწვავე რესპირატორულ სინდრომსა (SARS – severe acute respiratory syndrome) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომზე (MERS – Middle East respiratory syndrome) საუბრობდნენ. მკვლევრებმა კორონავირუსის ამ ორივე სახეობასა და ღამურებს შორის კავშირი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დააფიქსირეს.

სალმონელას ერთ-ერთი გამავრცელებელიც ღამურაა? თაგვის ტიფი რაღაა?

სალმონელას ერთ-ერთი გამავრცელებელი სწორედ ღამურაა. ეს არც თუ ისე იშვიათი დაავადებაა. სალმონელას გამომწვევი მიზეზია დაბინძურებული პროდუქტის მოხმარება, ლეტალური შედეგის მიზეზი კი გასტროენტერიტის განვითარებაა.

ლეპტოსპიროზის პირდაპირი მატარებლებიც არიან ვირთხები, თაგვები და ღამურები. ამ მომაკვდინებელი დაავადების გამომწვევი ბაქტერია  Leptospira interrogans-ის გვარს მიეკუთვნება. ლეპტოსპიროზით ავადდებიან არა მარტო ადამიანები, არამედ შინაური ცხოველებიც. ზოგიერთ პაციენტს, შესაძლოა, სიმპტომი საერთოდ არ ჰქონდეს, სხვას კი მდგომარეობა ძალიან გაურთულდეს. მღრღნელების გარდა, ამ დაავადების გადამტანები არიან შინაური ცხოველები. მათ შორის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი და ძაღლი. ლეპტოსპიროზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია ინფიცირებული ნიადაგი და წყალი.

Hymenolepis-ის გვარის ლენტურა ჭიაც ღამურას ორგანიზმში ბინადრობს და ადამიანს დაბინძურებული საკვებისა და წყლის მეშვეობით გადაეცემა. როდესაც ჭიის კვერცხი ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ხვდება, ვითარდება და გამრავლებას იწყებს.

თაგვის ტიფი ადამიანს ვირთხის, თაგვისა და ღამურის ნაკბენის შედეგად უვითარდება. ის ანტიბიოკებით მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ ასაკოვანი ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. მუცლის ტიფის სიმპტომებია: ღებინება, თავისა და კუნთების ტკვილი, ხველება.

ტულარემიის ერთ-ერთი გადამტანიც ღამურაა. ინფექცია მღრღნელის მიერ დაბინძურებული საკვებით ან წყლით ვითარდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში ღამურებთან დაკავშირებული ვირუსებისა და დაავადებების ჩამონათვალი, დიდი ალბათობით, შესამჩნევად გაიზრდება.

შესაძლებელია თუ არა პროფილაქტიკური ზომების მიღება?

ღამურებთან დაკავშირებული ვირუსებისა და ინფექციების გავრცელება კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. მაგალითად, დიდი რაოდენობით ნალექი ან მაღალი ტემპერატურა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში ზოონოზური დაავადებების გავრცელების ალბათობას ზრდის. თუმცა ამა თუ იმ  ეპიდემიის რისკის შემცირება შემდეგ ფაქტორებს შეუძლიათ:

–    ეპიდემიოლოგიური წესების დაცვა;
–    მღრღნელების საწინააღმდეგო ზომების რეგულარული მიღება;
–    დაწესებულების დეზინფექცია;
–    საკვები დაწესებულებების, მარცვლეულის საწყობებისა და სხვა მსგავსი ობიექტების მღრღნელებისგან დაცვა;
–    წყლის ხარისხიანი დასუფთავება;
–    სანიტარული ნორმების დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ღამურამ მიკბინა. რა ვქნა?

თუ ღამურამ გიკბინათ ან მის მიერ დაბინძურებულ საკვებთან/წყალთან/ნიადაგთან შეხება გქონდათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იმ შემთხვევაში თუ გარკვეულმა სიმპტომებმა (ციებ-ცხელება, თავის ან კუნთების ტკივილი, სისუსტე) იჩინა თავი, დაუყოვნებლივ ჩანიშნეთ ვიზიტი ექიმ-ინფექციონისტთან. ჭრილობის შემთხვევაში კი, შეიძლება ქირურგის ჩარევა დაგჭირდეთ.

კომენტარები