„ყველამ ერთად ვაჩვენოთ, რამდენად ღირებულია თითოეული მოქალაქის თითოეული ხმა – მინდა ამომრჩევლებს ხვალ განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოვუწოდო“ – თორნიკე რიჟვაძე

-„მინდა, ამომრჩევლებს ხვალ განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოვუწოდო, ყველამ ერთად ვაჩვენოთ, რამდენად ღირებულია თითოეული მოქალაქის თითოეული ხმა. რიგი ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხალხმა მიანიჭა შესაბამისი მანდატი, რათა ისინი წარმომადგენლები იყვნენ წარმომადგენლობით ორგანოებში, რა თქმა უნდა, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ, ასევე საპარლამენტო ცხოვრებაში.

ამომრჩევლისთვის ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს, თითოეული ხმა იყოს შესაბამისად რეალიზებული როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი მანდატები უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი რისკი რომ არ შეექმნას“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ ბრიფინგი გამართა.

-„21 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები. 21 ნოემბერს, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებულნი და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს“ – განაცხადა კახა საბანაძემ.

21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები