ყველამ თქვენს სამსახურში ერთი ცუგა რომ შეიფაროთ, გაათბოთ, კვებოთ და გადააგორებინოთ ზამთარი, იცით რამხელა სიკეთეს გააკეთებთ? – ტასო ლოსაბერიძე:

 – “მოკლედ, მოდით ესეთი “ჩელენჯი” გავაკეთოთ 😁
3000 მდე მეგობარი და 7500 მდე გამომწერი მყავს – აქედან 90% სადღაც მუშაობთ.
ჰოდა, ყველამ თქვენს სამსახურში ერთი ცუგა რომ შეიფაროთ, გაათბოთ, კვებოთ და გადააგორებინოთ ზამთარი, იცით რამხელა სიკეთეს გააკეთებთ?😊
არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობთ, ბანკში, მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრში, საავადმყოფოში, კერძო კომპანიაში, ხილბოსტანში, მეტროში, ავტობუსში – ნებისმიერ სამსახურში ყველას გთხოვთ, შეიფარეთ ერთი მიუსაფარი ცუგო, გადაუღეთ ფოტო და გამოიწვიეთ სხვა რომ გააკეთოს იგივე ⤵️💁‍♀️
ერთხელ მაინც, გავაოცოთ მსოფლიო ჩვენი სიკეთით, ავაფეთქოთ ყველა, გავაგიჟოთ – რისი გაკეთება შეგვიძლია🎈🥳🥰
ველოდები მსგავს ფოტოებს კომენტარებში და პოსტებსაც – შეეჯიბრეთ ვინ უფრო ადვილად გადაგორებინებს ზამთარს ცუგუნებს 🎉🎉🎈🎈
დადეთ ფოტო/ვიდეო შეფარებული ცხოველის, გამოიწვიეთ სხვა ადამიანი/კომპანია და მიაწერეთ:
#მეშევიფარე 🥳
 – წერს ცხოველთა უფლებების დამცველი, ტასო ლოსაბერიძე
კომენტარები