„ყველამ იცის, რომ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ვერ იქნება გამარჯვებული ერთპიროვნული პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ თავისთავად…“ – კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“

თემა: ნაცმოძრაობის შიდა საკადრო რეფორმა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა

სტუმარი: კონსტანტინე მორგოშია – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი

-„ამათი დრო წავიდა, ესენი ფონს გადიან მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წლებია უკვე მოსახლეობის 50% და მეტი არჩევნებზე არ დადის. იმ 50 %-ში არც ერთი ადამიანი არ არის, რომელიც „ნაციონალებს“ მიცემდა ხმას. „ნაციონალებსა“ და ულტრალიბერალებს თავისი ამომრჩეველი ჰყავს. შესაბამისად, არიან აბოლუტურ უმცირესობაში და ამას ვერ ეგუებიან, მით უმეტეს, ახლა უკვე სააკაშვილიც ციხეშია და ეს არის დასასრული როგორც ამ ლიბერალების რადიკალური ფრთის, ასევე „ქართული ოცნების“, ბოლო არჩევნებია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. ყველამ იცის, რომ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ვერ იქნება გამარჯვებული ერთპიროვნული პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ თავისთავად ცხადია, ვეღარ იქნება!..“ – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/auiEUEJorT/

კომენტარები