ყველას გთხოვთ, გაავრცელოთ! – 21 სექტემბერს,  ღვთისმშობლის შობას

ყველას გთხოვთ, გაავრცელოთ!
21 სექტემბერს,  ღვთისმშობლის შობას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევთ, დღის 12:00 საათზე ყველამ უნდა წარმოთქვათ ეს ლოცვა:

-„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ“.

ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც, საერთოდ ნებისმიერ ადგილზე.

ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა.

კომენტარები