„ყველას ჩხრეკენ, ყველა მარშუტკას აჩერებენ“-„ნამახვანჰესის“ მშენებლობა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში ჩავიდა, იმ ლოკაციაზე მივიდა, სადაც პოლიციას ტერიტორია გადაკეტილი აქვს.

-„არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და დასაბუთება, არც საჯაროდ, არც ოფიციალურად ჯერ არ მომისმენია, არ მიგვიღია და ვერც ადგილზე ვერ მივიღეთ. მიმაჩნია, გამოყენებული ღონისძიება არაპროპორციულია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აქტივისტებმა ნინო ლონჯარიასთან ერთად იმ ტერიტორიაზე მისვლა სცადეს, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა:
„ხელისუფლება რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ჩვენი პროტესტის. ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი. ყველას ჩხრეკენ, ყველა მარშუტკას აჩერებენ“.
რიონის ხეობაში საპოლიციო კონტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც კომპანია „ენკას” ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე  ნამახვანში ჩავიდა და ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, ამან ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. 

ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი უკვე 166-ე დღეა გრძელდება.

კომენტარები