„ყველაფერი მსმენია საერთოდ რურუების ოჯახის შესახებ. თავს ხომ არ მოვიტყუებთ“ -ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკასთან“ გიორგი რურუაზე საუბრისას განაცხადა:

-„პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ყველაფერი მსმენია საერთოდ რურუების ოჯახის შესახებ. თავს ხომ არ მოვიტყუებთ. საქართველოში ვინც ვცხოვრობდით 90-იან წლებში, ყველამ რაღაც-რაღაცები ვიცით, ჩვენ გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის არაფერთან“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

სასმართლომ გიორგი რურუას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები