„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, იმისთვის, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ“ – გიორგი გახარია

განათლების სფეროში ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

-„საქართველოს მთავრობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტია. მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება. კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდგომ გლობალური კონკურენცია იქნება გაცილებით მძაფრი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ შესაბამისი ადგილი დაიკავოს ამ კონკურენციაში.

განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო, გრძელდება. ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი დაემუქროს. ეს რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ეს რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებაზე და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული. განათლების სისტემის რეფორმირება რჩება მთავრობის პრიორიტეტად.

ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. შესაბამისად,  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, იმისთვის, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ განათლების სისტემური რეფორმა უნდა იყოს წარმატებით დასრულებული”, – განაცხადა პფრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები