„ყველაფერს გავაკეთებთ, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ- ვემზადებით, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შევხვდეთ“ – გიორგი გახარია

-„დღეს ჩვენმა ბავშვებმა დაიწყეს სკოლაში სიარული და კლასებში განათლების მიღება. დღეს გახლდით ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში, სადაც დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობა, ბავშვები წელს მივიდნენ ბავშვები ახალაშენებულ სკოლაში. სამწუხაროდ, ამ პანდემიის გამო, მათაც ჰქონდათ წყვეტა, თუმცა დღეს უკვე დაიწყეს სწავლა, ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ის შეზღუდვები, რომელიც დღეს საქართველოში, ზოგიერთ ქალაქში გვიწევს. კარგად მესმის, რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენი ოჯახისთვის, ბიზნესისთვის, იმ თითოეული კომპანიისთვის, რომელიც დახურულია. ყველაფერს გავაკეთებთ, ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ. ყველა კარგად ხედავთ,  ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით შედეგები საკმაოდ კარგი გვაქვს, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად ვმართავთ ამ ვირუსს.

გარდა ამისა, იმერეთში, უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის და ეკონომიკის გამოცოცხლება, ვიყავით დასრულების ეტაპზე მყოფ სასტუმროში. პრომეთეს მღვიმის ინფრასტრუქტურას პირდაპირ უერთდება ეს პროექტი. ეს სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურა გაიხსნება მაისში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში პირველი ტურისტები გამოჩდნენ.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს ბაღების“ სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მშენებლობის პროცესი ინტენსიურ ფაზაშია და მისი დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 300 000 ლარია. სასტუმროს გარს აკრავს კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზეც მუზეუმი განთავსდება. პრომეთეს მღვიმის გამოსასვლელთან მდებარე კომპლექსში ამჟამად 110 ადამიანია დასაქმებული, გაფართოების შედეგად კი, დამატებით 20 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

-„მოქალაქეთა დასაქმება, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით ბიზნესს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რათა ქვეყანაში, რაც შეიძლება  მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას.

მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ობიექტების მშენებლობა პანდემიის პირობებშიც გრძელდება და ამ სასტუმროს მშენებლობის პროცესი გაზაფხულზე დასრულდება. პრემიერის თქმით, ქვეყანა აქტიურად ემზადება ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის.

სამწუხაროა, ზამთრის სეზონი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ჩავარდა. თუმცა შეზღუდვების დროული დაწესებით და შემდგომ უკვე ეტაპობრივი, გათვლილი მოხსნით, ჩვენ ვემზადებით, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შევხვდეთ“, –  განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები